19-სულიან სოფელში, 27 წლის შემდეგ, ბავშვი დაიბადა

სოფე

ვინიცის ოლქის სოფელ გვაზდოვში, 2025 წლის მაისის მონაცემებით, მხოლოდ 19 ადამიანი ცხოვრობდა. ყველაზე ახალგაზრდა მცხოვრები თვენახევრისაა. ეს ამ დასახლებაში ბოლო 27 წლის განმავლობაში დაბადებული პირველი ბავშვია.

როგორც ნემიროვის მერის მოადგილემ განაცხადა, 1,5 თვის გავრილის მშობლები გვაზდოვში 5 წლის წინ  გადავიდნენ საცხოვრებლად.

„მთელ უკრაინაში ვეძებდით სოფელს, სადაც სახლები არ იქნებოდა. გვირჩიეს „გვოზდი“. გვითხრეს, რომ აქ ბედნიერები ვიქნებოდით. ​​და მართლაც ასეა. ქალაქში დაბრუნება არ გვინდა, ამაზე საუბარი ზედმეტია. სიმშვიდე, ბუნება, ჯანმრთელობა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აქაურობა მოგვწონს. ალბათ ყველას არ შეუძლია ასეთ რისკზე წასვლა: კომუნიკაციის გარეშე, ქალაქში ყოველდღე გასვლის შესაძლებლობის გარეშე“, - განაცხადა ბიჭის დედამ.

სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, შენობების უმეტესობა მიტოვებული და ნახევრად დანგრეულია. მერის მოადგილის თქმით, ეს სიტუაცია იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანები ქალაქებში გადადიან, სადაც ფულის შოვნა და ოჯახების რჩენა შეუძლიათ.

ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები, 85 წლის ოქსანა ბენეიდიკი ამბობს, რომ ის მკერავი იყო და ფერმაში მუშაობდა. ახლა მარტო ცხოვრობს, რადგან ქმარი და ორი ქალიშვილი გარდაეცვალა.

ადგილობრივები თავიანთ ფერმებში ფუტკრებსა და ქათმებს ამრავლებენ.

„ვნახოთ, რამდენ ხანს გავძლებთ. ჯერჯერობით აქ კარგად ვართ. მაგრამ ცივილიზაციაში წასვლა ნამდვილად არ გვინდა. ამას შეჩვეულები არ ვართ“, - დასძინა ადგილობრივმა.