ბათუმში, სიმაღლიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა და დაიღუპა
1750845975
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მშობლებს აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ტრანსცხიმებს ბავშვბისთვის.
„ტრანსცხიმები — ფარული საფრთხე ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის!
თქვენ იცით, რომ ზოგიერთ ნამცხვარსა და “კარაქის” შემცვლელში ისეთი ნივთიერებებია, რაც ბავშვების გულს, ტვინსა და ორგანიზმს პირდაპირ აზიანებს?
ესენია ტრანსცხიმები — ხელოვნურად მიღებული ცხიმები, რომლებიც: ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აქვეითებენ მეხსიერებას, უწყობენ ხელს სიმსუქნესა და დიაბეტის განვითარებას, შეიძლება ზემოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.
სად გვხვდება ტრანსცხიმები?
მარგარინები და სპრედები;
იაფფასიანი ფენოვანი ცომის ნამცხვრები;
შოკოლადოვანი ვაფლები და ფენიანი ტკბილეული;
სწრაფი კვება – დონატი, ფრი, ბურგერი;
გაყინული ნახევარფაბრიკატები (პიცა, ბლინები);
ჩიფსები და თხელი ორცხობილები;
ბავშვებისთვის კი ტრანსცხიმები საერთოდ არ არის რეკომენდებული!
საქართველოს კანონით 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ტრანსცხიმები აკრძალულია.
როცა პროდუქტს ყიდულობთ — შეამოწმეთ ეტიკეტი! თუ წერია „ჰიდროგენიზებული ზეთი“ მოარიდეთ თქვენს შვილს. ბავშვებს სჭირდებათ ნატურალური, არა ინდუსტრიული ენერგია!“, - წერს ირაკლი არაბული.