დღეს გამორჩეული ახალმთვარეობაა ! - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
1750873228
ზვიად რატიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. რ. თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს.