„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. ნომინანტებს შორის ხვიჩა კვარაცხელიაა

ხვიჩა კვარაცხელია

2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ტრადიციულად 30 ფეხბურთელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მისი კონკურენტები არიან: კილიან მბაპე, რაფინია, უსმან დემბელე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, ლამინ იამალი, ვიტიანია და სხვები.

„პსჟ“-დან დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ტრავმირებული ფეხბურთელები დაესწრებიან, რადგან პარიზულ გუნდს საღამოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩის ჩატარება უწევთ, რომელიც გუშინ უამინდობის გამო გადაიდო.

ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.