ავარია მუხიანში - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1748524082
ნეპალელი კამი რიტა, რომელსაც ასევე „ევერესტის კაცს“ ეძახიან, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე 31-ედ ავიდა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 55 წლის ალპინისტმა, რომელიც ინდოეთის არმიის ჯგუფს მიუძღოდა, მთის 8,849-მეტრიან მწვერვალს სამშაბათს დილის 04:00 საათზე მიაღწია.
კამი რიტამ ევერესტის მწვერვალს პირველად 1994 წელს მიაღწია, როდესაც კომერციულ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ ასვლას თითქმის ყოველ წელს იმეორებს.
კამი რიტამ ადრე მედიასთან არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის ეს ასვლები უბრალოდ სამუშაოა.
„მიხარია რეკორდები, მაგრამ ბოლოს მათ მაინც ხსნიან. უფრო მეტად ის მაბედნიერებს, რომ ჩემი ასვლები ნეპალის მსოფლიო სცენაზე ცნობადობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა მან.