„სამ ან ორ ექვსიანს როცა ნახავთ...“ - რას ნიშნავს ერთი და იგივე ციფრთა დამთხვევები საათზე - გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს

გოგა მანია

ადამიანებისთვის დიდი ხანია სხვადასხვა მნიშვნელობა მიენიჭა ციფრულ დამთხვევებს და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ციფრთა დამთხვევას საათზე. 

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ აღწერს, თუ რას ნიშნავს, ციფრთა დამთხვევები. 

„ერთი და იგივე ციფრთა დამთხვევები სურვილების ასრულებას ნიშნავს, ეს ნიშნავს ანგელოზების პორტალს და ამ ყველაფერს ანგელოზების ციფრებსაც ეძახიან. როდესაც ამ ციფრების დაკვირვებაში შევდივართ და ვხედავთ, ერთი და იგივე ციფრებს, არც დააყოვნებს ჩვენი ფიქრები ასრულებაზე, ისინი აუცილებლად ასრულდება და შეეცადეთ ხოლმე, რომ სურვილები ასრულებულ მდგომარეობაში წარმოიდგინოთ. 

11:11, 22:22 16:16, 14:14, 15:15, 13:13 

რას გვეტყვი ექვსიანების კომბინაციაზე, ადამიანების უმეტესობა, ციფრ 6-ს უფრო საშიშად აღიქვამს... 

- გეტყვით, რომ ექვსიანი ნამდვილად არ არის ცხოველის ციფრი, ყველა ციფრი, რაც ერთნაირი გვხვდება, ეს ანგელოზის ციფრია. ისე უკვირთ ხოლმე ბევრი რაღაცა, თითქოს 6 რიცხვში არ დაბადებულან, ან 6 საათზე გარეთ არ გასულან. ეს სრული აბსურდია. მინდა სამ ექვსიანზეც ვთქვა, ეს არ არის მხეცის და ბოროტის ციფრი, ექვსიანი ზოგადად, არის სიყვარულის და თანაგრძნობის ნიშანი, ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ, როცა ერთი და იგივე ციფრს ნახავთ და მაგ დროს მტრედის ბუმბულს სადმე დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ უკვე თქვენი სურვილი მანიფესტირდა. 

ციფრების ნახვას, როდესაც დაიწყებთ, წელიწად-ნახევარი დააკვირდით, რადგან გექნებათ ბრძოლები და პატარა უცნაურობები, მაგრამ შემდეგ ზუსტად მოიმკით იმას, რაც კარგია თქვენთვის“- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“.