მძიმე ავარია ზუგდიდში - დაღუპულია ორი ადამიანი
1762802481
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს “, „კოკაინს “, „მორფინს “, „MDMB-4en-PINACA“-ს, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინს“. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“. ბრალდებულებმა აღნიშნული ნივთიერებები თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1762802994