მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა, დავით კაპანაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანი იყო, რომ მეტი შემოსავალი მიეღო.
„მხოლოდ ერთი კორპუსიდან მიღებული შემოსავალი და ასე ვთქვათ, მიღებული ლეგალიზებული თანხების ოდენობა აღემატება 1,890მლნ ლარს. უკანონო შემოსავლის მიღება ხორციელდებოდა სისტემატურად და ჯამში, შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი.
რაც შეეხება სანებართვო პირობების უხეშ დარღვევას, ეს ხორციელდებოდა 2021-2022 წლებიდან. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დღეს უკვე დასრულებულია, დაახლოებით 3 კორპუსი, რომელზეც არ იყო გაცემული იმ ტიპის ნებართვა, რაც დღეს არის წარმოდგენილი და აღნიშნული ინფრასტრუქტურა პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაკურიანის განაშენიანების გეგმით დამტკიცებულ პროექტსაც.
ასევე, შესწავლის საგანია, იქ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სათხილამურო ტრასა, საბაგირო ინფრასტრუქტურა, ასევე ტობოგანი. საზოგადოებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გპირდებით, არ დარჩება კითხვა, რომელსაც ჩვენი მხრიდან საჯაროდ არ გაეცემა პასუხი“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.