მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
აშშ-ში, კოღოების გამანადგურებელ მინი დრონს ქმნიან. ამ ეტაპზე, მინი საფრენი აპარატი სხვადასხვა ტიპის ტესტირების ეტაპზეა.
ამერიკელმა ინჟინრებმა წარმოადგინეს მინი-დრონი Tornyol-ი, რომელიც ავტონომიურად პატრულირებს ტერიტორიას და თავისი ფრთებით ანადგურებს კოღოებს.
ხელისგულის ზომის აპარატი აღჭურვილია მრავალი სენსორით. ის მწერებს ხმითა და მოძრაობით აფიქსირებს, შემდეგ კი თავისი ფრთებით სიტყვის სრული მნიშვნელობით კოღოებს შუაში ჭრის.
აპარატის შემქმნელი ინჟინრები განმარტავენ, რომ მომხმარებელმა აპლიკაციაში უნდა მონიშნოს პატრულირების ზონა, რის შემდეგაც დრონი ავტონომიურად იწყებს ნადირობას. მისიის შესრულების შემდეგ, ის ბრუნდება თავის დოკ-სადგურზე.
დეველოპერები აცხადებენ, რომ Tornyol-ი ზაფხულის მზიან დღეებში იდეალური თანამგზავრი იქნება აგარაკზე. დრონის შეძენა წინასწარ უკვე შესაძლებელია, პირველ მომხმარებლებს ფასდაკლებაც ეკუთვნით.