1762717258
„მამა გარდაიცვალა, შვილი სიკვდილს ებრძვის...“ - მძიმე ავარია ქუთაისთან
ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებით ჩანს, რომ შეჯახება ძლიერი იყო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილი მამაა და შვილი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.











