დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ორსულის მუცლის ფორმის მიხედვით ბავშვის სქესის განსაზღვრასთან დაკავშირებული მოსაზრების შესახებ საუბრობს:
- თუ ორსულ ქალს მრგვალი და მაღალი მუცელი აქვს, მას ეყოლება გოგო. ხოლო თუ აქვს მოგრძო და დაბალი მუცელი, მაშინ მას ეყოლება ბიჭი - რამდენად მართალია ეს? აღნიშნული მოსაზრება მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც ექოსკოპია არ არსებობდა და სანამ ქალი არ იმშობიარებდა, მანამდე ბავშვის სქესი არავინ იცოდა. ამიტომ, ცდილობდნენ, სხვადასხვა ნიშნით ბავშვის სქესი ჯერ კიდევ ორსულობის დროს ამოეცნოთ. სხვადასხვა კალენდარი არსებობდა და სხვათა შორის, ახლაც არსებობს - მთვარის ფაზის მიხედვით, დაბადების თვის მიხედვით, ორსული ქალის ხასიათის მიხედვით და ასე შემდეგ. მაგრამ, სამეცნიერო კვლევებით არც ერთი მათგანი არ დასტურდება. ორსულს შეიძლება, მრგვალი და მაღალი მუცელი ჰქონდეს, როგორიც გოგო ნაყოფს ახასიათებს, მაგრამ ბიჭი დაიბადოს და პირიქით.