1762805268
„ხვალ ჩაეხუტება თავის წლების უნახავ შვილს... ანგელოზმა დილით ვეღარ გაიღვიძა...“ - ემიგრანტები 15 წლის გოგოს გლოვობენ
იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ჩემო ემიგრანტებო... ჩვენ სიკეთით სავსე ემიგრატს, ჩვენ ზურას რომელიც ემიგრატებს ყველა გასაჭირში გვერდით უდგას, გუშინ უდიდესი მტკივნეული ამბავი დაატყდა თავს. გარდაეცვალა 15 წლის ანგელოზი მარიამი, შვილი... მძინარე, ვეღარ გაიღვიძა დილას... მის თვალებში მზე აღარ ანათებულა... უფალმა მასთან, ცათა სასუფეველში წაიყვანა ანგელოზი... გისამძიმრებთ დიდი მწუხარებით ზურას ამ დიდ განსაცდელს. უფალმა გააძლიეროს.
ხვალ ჩაეხუტება თავის წლების უნახავ შვილს... ვტირი, გული მიკვდება, ამდენი ახალგაზრდა იღუპება...“ - წერს ჯგუფის ადმინისტრატორი.










