პროკურატურა: სოფელ რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მომხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

"ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.