„ცხედარს უჯრაში მალავდნენ...“ - დააკავეს მშობლები, რომლებმაც 4 თვის ბავშვი მოკლეს

წყვილი

ტეხასში ორ მშობელს მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 4 თვის ბავშვის მკვლელობას, რომელიც სასტუმროს კარადის  უჯრაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მშობლები, მომხდარიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ დააკავეს. პარალელურად, ისინი ამ ადგილას ცხოვრობდნენ. 

„ისინი ისე ცხოვრობდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა პოლიციელმა.

თავდაპირველად, მათ ნარკოტიკების შენახვის ბრალდება უნდა წაყენებოდათ, თუმცა ბავშვის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ბრალდება დამძიმდა. 

როგორც გაირკვა, წყვილი ბავშვს კომოდში ხშირად სვამდა, მაშინ როდესაც მარტო უნდოდათ ყოფილიყვნენ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა დაადგინა, რომ ჩვილი დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა.

ჩვილის გარდაცვალების შემდეგ, დედამ განაცხადა, რომ მაღაზიაში იმყოფებოდა და უკან დაბრუნებისას უჯრა დახურული დახვდა, ბავშვის მამა კი ამბობდა, რომ ბავშვს ეძინა.

გამოცემის ცნობით, იმ დროს მშობლები თავიანთ 1 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.