წაღვერის კულტურის სახლში სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი „ქართულ ლიგაში“ გაიმართა

ლიგა

წაღვერის კულტურის სახლში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი „ქართულ ლიგაში “, რომელშიც რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის 6 გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ადგილი ახალქალაქის გუნდმა  "ძველმა თბილისმა"  დაიკავა.

მეორე ადგილი - ნინოწმინდის გუნდმა "მიმინომ"

მესამე ადგილი კი - ბორჯომის გუნდმა "სამკურნალომ".

მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა.

ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.