ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1779378384
ბავშვის ჯანსაღ კვებაზე დაყოლიება ბევრი მშობლისთვის ნამდვილი გამოწვევაა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ პრობლემის მოგვარება იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე პატარა დაიბადება.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში (დაახლოებით 28-ე კვირიდან) ნაყოფს უკვე ესმის იმ სითხის გემო და სუნი, რომელიც მას დედისგან პლაცენტით გადაეცემა.
ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას (განსაკუთრებით 32-ე და 36-ე კვირებში) ხშირად მიირთმევდნენ სტაფილოსა თუ კომბოსტოს, 3 წლის ასაკში ამ ბოსტნეულის სუნზე გაცილებით პოზიტიურად რეაგირებდნენ.
მართალია, ბავშვებს კომბოსტო მაინც ნაკლებად უყვართ, მაგრამ იმ პატარებში, რომელთა დედებიც ორსულობისას ამ პროდუქტს ჭამდნენ, კომბოსტოს მიმართ ზიზღი და უარყოფითი რეაქცია მკვეთრად შემცირებული იყო.