დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - ერჟან სადენოვს მასპინძლობს.
ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.