მურთაზ ზოდელავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა

მურთაზ ზოდელავა

ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე მურთაზ ზოდელავას სასამართლომ ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თავად მურთაზ ზოდელავა პროცესს არ ესწრებოდა.

მურთაზ ზოდელავას ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.