საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის თაობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება.
შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმართა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
როგორც მთავრობა განმარტავს, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.