პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1779385085
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.
ანნ მონტავონმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგინა ჯოანა ბარტონი, რომელიც უახლოეს მომავალში მას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ პოზიციაზე შეცვლის.