პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნაზე განაცხადა, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დასაშვები.

„ასეთი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება - ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი, გამონაკლისი ღონისძიება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.