Spotify-ზე უკვე უფასოდ შეძლებთ ნებისმიერი მუსიკის მოსმენას
1758447907
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასება საფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით არის ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან მიმართებით.
მისი თქმით, ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ყველაფრის უფლება აქვს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ – შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. თუმცა არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითიც ვამაყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.