ტრამპმა ამერიკელი ბიზნესმენების ვინაობა გაამხილა, რომლებიც სავარაუდოდ TikTok-ის გარიგებაში ჩაერთვებიან

ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, TikTok-ის გარიგებაში ინვესტორების სახით ამერიკელი ბიზნესმენები ჩაერთვებიან. FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბიზნესმენების ვინაობაც დაასახელა - მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი და მისი ვაჟი ლახლანი, კომპანია Oracle-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი და Dell-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი.

„ვფიქრობ, ძალიან კარგ სამუშაოს დასწევენ“, - აღნიშნა ტრამპმა და ბიზნესმენებს „ამერიკელი პატრიოტები“ უწოდა.

სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, თეთრმა სახლმა განცხადება გუშინ გააკეთა.