„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არჩევნებზე ვინც უარს ამბობს, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე სამადაშვილი წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ხელისუფლების დამხობაც უნდა მოხდეს.
„თავისთავად, ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ქალბატონი სალომეს პრობლემაა, როგორც ჩანს, რომ ვერ გარკვეულა, რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც. ამათ სიტყვებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, სად დგას საქართველო. რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.