France Football-ის რედაქტორი ვინსენტ გარსია - ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა იცის

ვინსენტ გარსია

ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა იცის, – ამის შესახებ გამოცემა France Football-ის რედაქტორი ვინსენტ გარსია აცხადებს.

როგორც გარსია ამბობს, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას რამდენიმე კრიტერიუმზე იყო გამახვილებული ყურადღება.

„ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა იცის. გამარჯვებულის გამოვლენისას რამდენიმე კრიტერიუმზე გამახვილდა ყურადღება – ინდივიდუალურ ასპარეზობაზე, რამდენად გადამწყვეტი იყო ამა თუ იმ მოთამაშის როლი, ტიტულებზე, სამართლიანი თამაშის წესებსა და იმაზე, როგორ იქცეოდა ფეხბურთელი მოედანზე და მის მიღმა.

ბევრი პროგნოზია, თუმცა გამარჯვებულის შესახებ მხოლოდ ბოლო მომენტში შეიტყობთ. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა ჯერ თავადაც არაფერი იცის“, – განაცხადა გარსიამ.

გამოცემა France Football-ი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას 1956 წლიდან ატარებს. 2025 წლის ჯილდოზე 30 ფეხბურთელია ნომინირებული, მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება