„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად ჩაატარონ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეებმა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
„ისინი ამბობენ, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს „ვარდების რევოლუციის“ დროს. მათ ჰგონიათ, რომ „ვარდების რევოლუცია“ კანონდარღვევის გარეშე მოხდა. პარლამენტში რომ შემოიჭრა ამდენი ხალხი, ეს დანაშაული არ იყო? პოლიციას რომ წინააღმდეგობა გაუწიეს, კორდონები რომ გაარღვიეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და პარლამენტში შემოვიდნენ, ძალადობა არ იყო? ძალადობის გარეშე ეს არ ხდება. ვერანაირი ლამაზი სიტყვა და შელამაზება ამას ვერ გააკეთილშობილებს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, ოპოზიციურ ველზე კი ქაოსია. პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს. ნაწილი არჩევნების ჩასაშლელად ემზადება და ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით გამოდის.