„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
რამდენიმე წუთის წინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია ოფიციალურად გაიხსნა. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, შტატებშია საქართველოს პრეზიდენტი.
სესია გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკმა გახსნა, რომელმაც გაეროს მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მიმდინარე კვირაში ასამბლეის სესიაზე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო პროექტებზე.
პარალელურად, გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრებიც, მათ შორის გაეროს გენმდივანთან. მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გაიმართება.