ირანულმა რაკეტამ ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია გაანადგურა, ცხრა კი დააზიანა
1750863282
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინმა მას ირანთან დაკავშირებით დამხარება შესთავაზა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დახმარება არა ირანის, არამედ რუსეთის თემაზე სჭირდება.
„მე პუტინს ბევრი ვესაუბრე და ის ძალიან კარგად მესაუბრა. შემომთავაზა დახმარება ირანთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, არ მჭირდება დახმარება ირანთან დაკავშირებით, მე მჭირდება დახმარება რუსეთთან დაკავშირებით. ვუთხარი, გამიწიე სამსახური და დამეხმარე რუსეთის თემაზე“, – განაცხადა ტრამპმა ნატო-ს სამიტის გახსნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, ის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელნსკისთან, სადაც უკრანაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავენ.