ირანულმა რაკეტამ ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია გაანადგურა, ცხრა კი დააზიანა

ბენ გურიონის უნივერსიტეტი

ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და ცხრა დაზიანდა 19 ივნისს სოროკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კამპუსზე ირანული რაკეტიდან დარტყმის შედეგად.

უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, შედეგად მედიცინისა და ბიოლოგიის სხვადასხვა კვლევით პროექტზე წლების განმავლობაში ჩატარებული შრომა განადგურდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა აუდიტორიები, სასწავლო ლაბორატორიები და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სადეზინფექციო ოთახი, ასევე, ბენ გურიონის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, „მარკუსის ოჯახის კამპუსში“ მდებარე 30 შენობა. უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ აფასებს ზარალს, ვარაუდობს, რომ ეს ათობით და შესაძლოა, ასობით მილიონი შეკელიც კი იყოს.