VIDEO: ოჯახმა 4 წლის წინ დაკარგული ძაღლი, რომელიც ცოცხალი აღარ ეგონათ, თავშესაფარში იპოვა

ცუგა

ოჯახმა დაკარგული ძაღლი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ცოცხალი აღარ ეგონათ, თავშესაფარში იპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საგარების ოჯახმა მალტიპუს ჯიშის ძაღლი, სახელად შუგარი, 2021 წელს დაკარგა. 

ოთხფეხა მეგობარს ისინი დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ოჯახმა 1000 დოლარიც დააწესა იმ ადამიანისთვის, ვინც მათ შუგარის პოვნაში დაეხმარებოდა. 

ალბანია საგარას თქმით, მოგვიანებით მათ უცნობმა  დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ დაინახა თუ როგორ დაარტყა მანქანამ შუგარს. 

ეს ამბავი საგარების ოჯახისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. ისინი ნელ-ნელა შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ შუგარი ცოცხალი აღარ იყო. თუმცა, რეალობა სულ სხვანაირი იყო. ამ ხნის განმავლობაში შუგარი ცოცხალი იყო და თავშესაფარში იმყოფებოდა. 

თავშესაფრის ადმინისტრაცია ძაღლის პატრონის ვინაობის გარკვევას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა.2025 წელს კი ისინი საგარების ოჯახს დაუკავშირდნენ. 

შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.