"ონლაინ თამაშში გაცნობილი 15 წლის გოგონა სასტუმროში მიიტყუა და სასტიკად მოკლა..." - დაკავებულია 18 წლის ბიჭი (უცხოეთი)

მაქსიმი

სანქტ-პეტერბურგში, 18 წლის სტუდენტმა სასტიკად მოკლა 15 წლის სკოლის მოსწავლე, ვიტებსკის პროსპექტზე მდებარე სასტუმროში. SHOT-ის ცნობით, მკვლელობამდე, მაქსიმმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა საშინელი ფოტო, პირში დანით. გამოძიება ადგენს დეტალებს, თუ როგორ დაარწმუნა სტუდენტმა სკოლის მოსწავლე, სასტუმროში მისულიყო.

ბიჭი გოგონას რამდენიმე ხნის წინ კომპიუტერული თამაშის საშუალებით შეხვდა და მათ დისტანციური ურთიერთობა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლემ მიმოწერის გაწყვეტა გადაწყვიტა, ახალგაზრდამ მისთვის მუქარის გაგზავნა დაიწყო, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა. ჩასვლისთანავე მან ის სასტუმროს ნომერში შეიტყუა და მოკლა. შემდეგ მეგობარს  ადგილიდან ფოტო გაუგზავნა.

დანაშაულის შემდეგ, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ადგილზე მოხდა მისი რეანიმაცია, დააკავეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მოზარდის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, 7 სექტემბრის საღამოს, ვიტებსკის პროსპექტზე მდებარე სასტუმროში იპოვეს.