„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
პოლონეთი მტკიცედ დაიცავს ქვეყნის საჰაერო სივრცეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„პოლონეთი ყოყმანის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა პოლონეთის-პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, პოლონეთს ყოველთვის მტკიცე რეაგირება ექნება, თუმცა „არც თუ ისე მკაფიო“ სიტუაციებში, როდესაც ინციდენტები პოლონეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ხდება, გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
ამასთან, პოლონეთიოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მუშაობს მოკავშირეებთან და მზად არის „ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ობიექტის განადგურებას, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდეს“.
„მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იგივენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.