„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
22-28 სექტემბრის კვირა პლანეტა მარსსა და პლუტონს შორის დაძაბული კვადრატურით, ასევე მზესა და ნეპტუნს შორის ოპოზიციით დაიწყება. ამიტომ, კვირის პირველი ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისათვის შედარებით რთული იქნება. კვირის შუა რიცხვებში მზე ურანთან და პლუტონთან ორ ძალიან ჰარმონიულ ტრინს ქმნის, რაც ბევრ სირთულესა და დაძაბულობას გამოასწორებს.
უფრო დეტალურად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძები კვირას სამსახურთან დაკავშირებული გაღიზიანებით დაიწყებენ - შესაძლოა, კოლეგების ან თანამშრომლების მხრიდან გარკვეული დისკომფორტი იგრძნოთ. ერთობლივ პროექტებში, ასევე, კომუნიკაციის თვალსაზრისით, დაბრკოლებებია მოსალოდნელი. კვირის მეორე ნახევარი ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართება. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა მოულოდნელი სიურპრიზით გაგახაროთ და ამავდროულად, თქვენი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს. ეს კი დამატებით მოტივაციას მოგცემთ, რომ არსებულ თუ ახალ საქმეებში წარმატებას მიაღწიოთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
როგორც ასტროლოგები ამბობენ, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან გარკვეული უთანხმოებები შეხვდეთ და სხვადასხვა საკითხი, რომლებიც აქამდე ვერ გადაჭრეს, საბოლოოდ გაარკვიონ. თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შაბათ-კვირას გაჩნდება. ამ დღეებში შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რაც კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
21 სექტემბრის, მზის დაბნელების შემდეგ, თქვენი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და გაზრდილ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. ეს კი მოგცემთ შესაძლებლობას, შემოქმედებით პროექტებსა და მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირდეთ. კარგად დააკვირდით იმ იდეებს, რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში გექნებათ. დიდი ალბათობით, მათგან რომელიმე სამომავლოდ ძალიან დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ კვირაში, ძირითადად, საქმიანი მიმართულებით იქნებით დატვირთული და ეს თქვენგან იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ რომანტიკულ სფეროში სიახლეებისათვის დრო ნაკლებად დაგრჩებათ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებს მოუწევთ, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. რადგანაც ერთი უზუსტობა ან არასწორი ნაბიჯი შესაძლოა, როგორც კონკურენტებმა, ასევე ნდობით აღჭურვილმა პირებმა, ნეგატიურად გამოიყენონ. ხუთშაბათამდე ყველა იმ საკითხის მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც შესაძლოა, საქმიან ურთიერთობებში დაბრკოლებად გადაიქცა. მიმდინარე კვირის განმავლობაში, გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულად გამოხატოთ, თქვენი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ, მიიღოთ დაწინაურების შანსი და ამავდროულად, თქვენთვის საინტერესო პროექტების განხორციელებაზეც იფიქროთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, უენერგიობამ და უმოტივაციობამ შეგაწუხოთ. მიზეზი ემოციური გადაღლილობა იქნება, რაც განვლილ პერიოდებს უკავშირდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სცადოთ. მომატებული შფოთვის ფონზე, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს უსაფუძვლოდ აწყენინოთ. ოთხშაბათიდან ენერგია კვლავ დაგიბრუნდებათ და პოზიციური ემოციები თქვენი მიზნების განხორციელების შანსს მოგცემთ. დადებითი ცვლილებები გელოდებათ როგორც სამსახურში, ასევე რომანტიკულ სფეროში... ვრცლად