სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
გერმანული Bild-ი მწარმოებელი კომპანია BSSD Defence-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე კერძო ბუნკერების მშენებლობაზე მოთხოვნამ მკვეთად იმატა. მოთხოვნის ზრდის მაჩვენებელი პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ 50%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით გაიზარდა მინი-ბუნკერების მსურველების რაოდენობა - ეს თავშესაფრის ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც სახლის სარდაფში ან ბაღში ეწყობა, თუმცა ამისთვის მშენებლობის ნებართვაა საჭირო.
Bild-ი წერს, რომ 30 კვადრატული მეტრი ფართობის, კერძო ბუნკერის მშენებლობა, 30-დან 50 ათასამდე ევრო ჯდება.