ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ფხაკაძე

ტაბლოიდი 1715090160

VIDEO: „ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, მთელი მსოფლიოდანაა, ალბათ 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები“ - დაათვალიერეთ ფხაკაძის მდიდრული სასახლე

როგორ სახლში ცხოვრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე – მსახიობი გოგოლა კალანდაძე მას საკუთარ სახლში ესტუმრა. ვიდეოს „ტვ პირველი“ ავრცელებს.როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, სახლი საოცარო ნივთებითა და საინტერესო ისტორიებით გამოირჩევა.„ეს არის ჩემი რეზიდენცია. თუ ვინმეს აინტერესებს როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი.იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. ამ სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, მთელი მსოფლიოდანაა ჩამოტანილი. ალბათ 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები, დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე. 

evrokavshiri saqartvelo

პოლიტიკა 1715090110

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" - მხარი ერთხმად დაუჭირა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" - მხარი ერთხმად დაუჭირა.როგორც ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განმარტა, 46-მა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა. ეს კი მკაფიო გამოხმაურებაა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე.დოკუმენტში ასევე, ხაზგასმულია ბოლო წლებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.

მეგობრები

რჩევები 1715089080

თუ გინდა, რომ მეგობარი უკეთ გაიცნო, მაშინ მას ეს 10 კითხვა დაუსვი

თუ გინდა, რომ მეგობარი უკეთ გაიცნო, მაშინ მას ეს 10 კითხვა დაუსვი:უნდა თუ არა გახდეს პოპულარული (ცნობილი) და თუკი, მაშინ რომელი გზით? ეს კითხვა დაგვეხმარება შევიცნოთ არის თუ არა ჩვენი მეგობარი ამბიციური. როგორი ნაბიჯებითმიილტვის მიზნისკენ? არის თუ არა ეს ნაბიჯები ჩვენს ეთიკასთან თანხვედრაში.როგორი დღე იქნებოდა „მშვენიერი დღე“ მისთვის? ეს კითხვა მრავალი კუთხით დაგვანახებდა მეგობარს.  გარდა ამისა, მოგვცემდა საშუალებას ასეთი მშვენიერი დღე ერთხელ მაინც მოგვეწყო მისთვის.შეიგრძნობს თუ არა მადლიერებას რაიმესთვის და თუ შეიგრძნობს რისთვის არის  მადლიერი?  ამით ზუსტად გავიგებდით ჩვენ გაგვიკეთებია თუ არა მისთვის რაიმე, რისთვისაც მადლიერია.რას აფასებს მეგობრობაში ყველაზე მეტად? ამ კითხვით დავინახავდით, სად ვდგავართ მის ცხოვრებაში და გვაქვს თუ არა საერთოდ რეალური ადგილი.რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მოგონება?პასუხი ამ კითხვაზე მათთვის უძვირფასეს ადამიანთან ან მოვლენებთან მიგვიყვანს.რას ნიშნავს მეგობრობა მისთვის? პასუხის მიხედვით, ცხადად დავინახავდით არის თუ არა ჩვენი ურთიერთობა მასთან ის, რაც ჩვენ გვგონია, თუ ვცდებით?რომელია ყველაზე მხიარული ხუმრობა მისთვის? ან პირიქით, ხუმრობა, რომელიც უსიამოვნოა? ამის ცოდნა მეგობრის იუმორს საუკეთესოდ ამოწმებს, ჩვენ კი საშუალებას მოგვცემდა  მისი ხასიათის უკეთ ამოცნობისა.ყველაზე დიდი სრულყოფილება რა იქნებოდა მისთვის  ცხოვრებაში?  აქ დავინახავდით მიზნების მიზანს ანუ მთავარ მიზანს.რა როლს თამაშობს სიყვარული და გატაცება მის ცხოვრებაში? გავიგებთ თუ რამდენად მოწყვლადია პირადი გრძნობების მიმართ.ბოლოს როდის იტირა მან? გასაგები იქნებოდა რამდენად ემპათიური და გამომხატველობითი უნარი აქვს მას.თუ კი ეს კითხვები ჯერ არ დაგვისვამს მეგობრისთვის, არც „ხვალ“  არის გვიან. ამით თავს მათ მნიშვნელოვან ადამიანებად ვაგრძნობინებთ და მეტ ინფორმაციას მივიღებთ მათზე.

 კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს "უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ

პოლიტიკა 1715088458

კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა დაინიცირა კანონპროექტი, რომელიც მისი თქმით, იცავს კანადას საგარეო ჩარევისგან.პრესკონფერენციაზე ლებლანმა თქვა, რომ ახალ 103-გვერდიან პროექტში გათვალისწინებული მრავალი ცვლილება მისცემს კანადას „ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს“ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.„კანადა არის ძლიერი, ღია და თავისუფალი დემოკრატია, თუმცა, ამ სიძლიერეებმა შეიძლება კანადა სამიზნედ აქციოს მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ინტერესების წინ წაწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.კანონმდებლობა ცვლის CSIS აქტს, ინფორმაციის უსაფრთხოების აქტს, კანადის მტკიცებულების აქტს და სისხლის სამართლის კოდექსს, რათა შეიქმნას ახალი დეფინიციები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოურ ჩარევასთან.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა 1715087471

ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია ვიცავ ქვეყანას და მის ინტერესებს - დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს - გიორგი გამსახურდია

დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!! - წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.გამსახურდიას თქმით, მთელი ბავშვობა გაჭირვება და უბედურება არ დაჰკლებია რუსული იმპერიის მხრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია იცავს ქვეყანას და მის ინტერესებს.„მთელი ჩვენი ოჯახი, საბჭოთა და რუსული იმპერიის დევნის ობიექტი იყო, არ დაუკლიათ მამაჩემზე ციხეები და დევნა შევიწროება, შემდეგში სამხედრო გადატრიალების გზით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის და კრემლის იმ პერიოდის მმართველობის პირდაპირი ჩართულობით იგი დაამხეს. ნაცმოძის დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერშიფთან ერთად. მერე პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდინეს ზვიადის ლიკვიდაცია. მე, მთელი ბავშვობა, ტყე, ომი, გაჭირვება და უბედურება არ დამკლებია რუსული იმპერიის მხრიდან. ადრეული ასაკიდან ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა ჩეჩნეთში, თავისთავად რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. შემდგომ დავბრუნდი საქართველოში და ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია ვიცავ ქვეყანას და მის ინტერესებს, დეტალებს არ ჩამოვთვლი, ვინც საჭიროა იციან. ახლა დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“ - წერს გიორგი გამსახურდია