„ყველაზე საყვარელი“ ჰუმანოიდი რობოტი - ჩინური კომპანია „GR-3“-ის გამოშვებას აპირებს

„ყველაზე საყვარელი“ ჰუმანოიდი რობოტი

6 აგვისტოს შანხაიში დაფუძნებული კომპანია Fourier Robotics ახალი ჰუმანოიდი რობოტის გამოშვებას აპირებს. მოდელს GR-3 ეწოდება და კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მისი მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი იკვეთება. კომპანია GR-3-ს "ისტორიაში უსაყვარლეს ჰუმანოიდ რობოტად" მოიხსენიებს.

მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, GR-3-ის სიმაღლე 134 სანტიმეტრია. შედარებისთვის, კომპანიის მიერ ადრე გამოშვებული ჰუმანოიდი რობოტი GR-1 ზომაში 165 სანტიმეტრი, ხოლო GR-2 მოდელი 175 სანტიმეტრია. ვიდეოში ჩანს, რომ ახალ მოწყობილობას უფრო ფაქიზი დიზაინი აქვს და კეთილგანწყობილ იერს აძლევს.