X-მა საკუთარი მესენჯერი წარადგინა

sms შეტყობინება

კომპანიამ X საკუთარი მესენჯერი XChat-ი წარადგინა, რომელიც AppStore-ის აპლიკაციების მაღაზიაში უკვე გამოჩნდა. ახალი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ სოციალური ქსელ X-ის ნებისმიერ წევრს.

„ეკონტაქტეთ ნებისმიერ ადამიანს X-ში. სრულიად კონფიდენციალურად. ახლა უკვე თქვენს მთავარ ეკრანზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. დეველოპერები ხაზს უსვამენ, რომ მიმოწერის დასაწყებად არ არის საჭირო მოწვევების გაცვლა ან ტელეფონის ნომრების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში არ არის რეკლამა.

X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, მანამდე განაცხადა, რომ მესენჯერი იყენებს „ბიტკოინის სტილის დაშიფვრას“. მისი თქმით, აპლიკაციას აქვს ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (E2EE) მხარდაჭერა, ნებისმიერი ტიპის ფაილის გაგზავნის ფუნქცია, ასევე აუდიო და ვიდეო ზარები. მესენჯერი დაწერილია Rust პროგრამირების ენაზე და ფუნქციონირებს ტელეფონის ნომრით რეგისტრაციის საჭიროების გარეშე.

მასკმა XChat-ის შესახებ 2025 წლის ივნისის დასაწყისში დააანონსა, თუმცა აპლიკაციის ბეტა-ტესტირება ჯერ კიდევ მაისის ბოლოს დაიწყო. XChat-ის გაშვება აგრძელებს X-ის ტრანსფორმაციას მას შემდეგ, რაც კომპანია მილიარდერის კონტროლის ქვეშ 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს გადავიდა. მას შემდეგ სოციალური ქსელი აფართოებს ფუნქციონალს, ცვლის ექაუნთების ვერიფიკაციის სისტემას, ავითარებს ფასიან სერვისებს და ამკვიდრებს კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტებს.