1750332867
Starship-ის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა

Starship-ის რაკეტა სატესტო პროცესის დროს აფეთქდა. „ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-ზე დაგეგმილი სტატიკური გამოცდისას კომპანია SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship 36 კატასტროფული ავარია განიცადა და აფეთქდა“, - განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
SpaceX-ში კი განაცხადეს, რომ ხომალდი მეათე სატესტო ფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც საცდელ პლატფორმაზე „სერიოზული ანომალია“ დაფიქსირდა. „მთელი ოპერაციის განმავლობაში მოედნის ირგვლივ უსაფრთხო ზონა იყო მოწყობილი. პერსონალს საფრთხე არ ემუქრებოდა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მსოფლიოს ყველაზე დიდი კოსმოსური რაკეტის წინა, მეცხრე სატესტო ფრენაც წარუმატებელი აღმოჩნდა - გაშვებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ Starship-ის მეორე საფეხურზე კონტროლი დაიკარგა.