Starship-ის მორიგი გაშვება აფეთქებით დასრულდა

Starship-ის მორიგი გაშვება აფეთქებით დასრულდა

SpaceX-მა Starship-ის რაკეტის გაშვება ისევ ვერ მოახერხა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური რაკეტის მეცხრე საცდელი ფრენა აფეთქებით დასრულდა. გაშვებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, Starship-ის მეორე საფეხურზე კონტროლი დაიკარგა. რაკეტა უკონტროლოდ შევიდა ატმოსფეროში, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცეცხლი მოეკიდა და ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა.

ილონ მასკის კომპანიაში მომხდარი დაადასტურეს. SpaceX-ის მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი საწვავის გაჟონვა შეიძლებოდა ყოფილიყო. Starship-ის წინა რვა საცდელი გაშვებიდან ოთხი აფეთქებით დასრულდა.