კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758610016
სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის კარიერში, აღმოჩენილია პირველი ბიოლოგიური ნაწილაკების შემცველი ქარვის ნიმუშები, რომელთა ასაკიც 112 მილიონი წელია. გაქვავებულ ფისში შემორჩა ობობას ქსელი, კოღოები, ხოჭოები, ბუზები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Communications Earth & Environment.
კვლევაზე საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის, ხავიერ დელკლოსის ხელმძღვანელობით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფისი შესაძლოა წარმოიქმნა წიწვოვანი ხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე სუპერკონტინენტ გონდვანას არსებობის პერიოდში იზრდებოდნენ. ქარვის 60 ნიმუშიდან ბიოლოგიურ ჩანართებს მესამედზე მეტი შეიცავდა.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის პირველი მეზოზოური ხანის ნიმუშები ბიოჩანართებით, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი. მწერების ყველა ნაპოვნი სახეობა მეცნიერებისთვის ახალია