რა რისკებს შეიცავს TikTok-სა და მოკლე ვიდეოების ხშირი ყურება - ახალი კვლევის შედეგები

TikTok

ახლახან, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა მასშტაბური კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, TikTok-ისა და Instagram Reels-ის გადაჭარბებული ყურება ჩვენს კოგნიტიურ პროცესებს აზიანებს.

კვლევისთვის 98 299 ადამიანის მონაცემები აიღეს. აქედან 71 კვლევა შეისწავლეს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ რაც მეტ ხანმოკლე "კონტენტს" უყურებდნენ ადამიანები, მით უფრო სუსტი იყო მათი კოგნიტიური უნარები. მოკლე ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოების ყურება უკავშირდებოდა უფრო სუსტ კოგნიციას (ყურადღება, ინჰიბიტორული კონტროლი, ენა, მეხსიერება და მუშა მეხსიერება), ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასაც, მათ შორის სტრესისა და შფოთვის მატებას.

მეცნიერების შეფასებით, პლიკაციების გამოყენება სოციალური იზოლაციის გამძაფრებასთანაა კავშირში, რადგან რეალურ ინტერაქციებს პასიური ციფრული ჩართულობით ანაცვლებს და ამით მარტოსულობის შეგრძნებასაც ამძაფრებს.

MIT-ში ცოტა ხნის წინ კვლევა ჩაატარეს და გაირკვა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ესეის დასაწერად ChatGPT-ს იყენებდნენ, ტვინში გაცილებით სუსტი ნერვული აქტივობა ჰქონდათ და საკუთარი ნაწერიდან დეტალების გახსენებაც უჭირდათ.

ვინც წერისას ტექნოლოგიებს არ იყენებდა, ყველაზე მეტის გახსენება შეეძლო; იმ მონაწილეებს, რომლებიც პროცესში Google-ის საძიებო სისტემას მიმართავდნენ, ამ მხრივ საშუალო შედეგები ჰქონდათ.