გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევით დაადგინეს, რომ გენეტიკურად ქალები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან, ვიდრე კაცები. შესაძლოა, ამან მსგავსი აშლილობის მკურნალობის გზები შეცვალოს და მეტად პერსონალიზებული გახადოს.
სპეციალისტებმა დეპრესიის მქონე 200 000-მდე ადამიანის დნმ შეისწავლეს, რათა ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი გენეტიკური ინდიკატორები გაეანალიზებინათ. აღმოჩნდა, რომ ქალებში ასეთი გენეტიკური მარკერები კაცებისას თითქმის ორჯერ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ მათში დეპრესიის ჩამოყალიბების შანსები ბევრად მეტია.
საერთო ჯამში, მეცნიერებმა 13 000 ისეთი გენეტიკური მარკერი გამოავლინეს, რომლებიც ქალებში დეპრესიას უკავშირდება. შედარებისთვის, კაცებში ეს რაოდენობა 7000 იყო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი მსგავსი გენეტიკური წინაპირობა მეტაბოლიზმსა და ჰორმონების წარმოქმნაზეც აისახება. ავტორების თქმით, ეს შეიძლება იმის ახსნაში დაგვეხმაროს, რატომ აქვთ დეპრესიით მცხოვრებ ქალებს ხშირად მეტაბოლური სიმპტომები, მაგალითად, სხეულის მასისა და ენერგიის დონის ცვლილება.
"აქამდე არ მოგვეპოვებოდა დასაბუთებული კვლევა, რომელიც ახსნიდა, რატომ ვლინდება დეპრესია ქალებსა და კაცებში სხვადასხვანაირად — მათ შორის არც გენეტიკის შესაძლო როლის შესახებ. უფრო და უფრო მეტს ვიგებთ, რამდენი პრეპარატი იქმნება, რომლებიც ძირითადად კაცებზეა ორიენტირებული", — აცხადებენ ავტორები.
კლინიკური დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური აშლილობაა. ის მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს, ამიტომ აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გაანალიზება მნიშვნელოვანია.