„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
ათწლიანი მუშაობის შემდეგ, მეცნიერები თირკმლის გადანერგვის სფეროში უმნიშვნელოვანეს გარღვევასთან ახლოს არიან. შესაძლოა, მალე დონორისგან თირკმლის გადაცემა განსხვავებული სისხლის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის შევძლოთ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ლოდინის დროს და გადაარჩენს მრავალ სიცოცხლეს.
კანადისა ჩინეთის ინსტიტუტების მკვლევრებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც თეორიულად ნებისმიერმა პაციენტმა შეიძლება მიიღოს.
ეს სატესტო ორგანო ტვინ მკვდარ პაციენტში რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსმა თირკმელმა ადამიანში იმუშავა. ამით ჩვენ დიდი ინფორმაცია მივიღეთ და შედეგებს გავაუმჯობესებთ", — თქვა ბიოქიმიკოსმა სტივენ ვიზერსმა.
დღეს I ჯგუფის სისხლის (O ტიპის) მქონე ადამიანები, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებათ, ამავე სისხლის მქონე დონორებს უნდა დაელოდნენ. ეს დონორების რაოდენობას ამცირებს. მეტიც, რადგან I ტიპის თირკმელები სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშიც ფუნქციონირებს, ისინი განსაკუთრებულ დეფიციტშია.
იმ შემთხვევაში თუ მიმღების სხეულის გაწვრთნა მოხდება, სხვადასხვა სისხლის ჯგუფის თირკმლების გადანერგვა შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი მაინც შორსაა სრულყოფილებისგან და დიდად არც პრაქტიკულია. მთლიანობაში ეს ძვირადღირებული პროცესია და საკმაოდ სარისკოა.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა II ჯგუფის თირკმელი I ჯგუფის თირკმლად ეფექტიანად გარდაქმნეს. ამისთვის მათ აქამდე იდენტიფიცირებული ფერმენტები გამოიყენეს, რომლებიც შაქრის იმ მოლეკულებს აშორებს, რომლებიც II ჯგუფის სისხლის მარკერებს წარმოადგენს.
მკვლევრები ამ ფერმენტებს მოლეკულურ დონეზე მომუშავე მაკრატელს ადარებენ. II ტიპის ანტიგენური ჯაჭვების ნაწილის მოშორებით, მათი ABO ანტიგენებისგან თავისუფლად გარდაქმნა შეიძლება. ეს I ჯგუფის სისხლის მახასიათებელია.
"ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მანქანას წითელი საღებავი მოაშორო და ძირითადი ნეიტრალური ფერი გამოაჩინო. როდესაც ამას გააკეთებ, იმუნური სისტემა ორგანოს უცხოდ აღარ აღიქვამს", — თქვა ვიზერსმა.
ცოცხალ ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა გადასაჭრელი.
რაც შეეხება კვლევას, გადანერგილმა თირკმელმა მესამე დღეს II ჯგუფის სისხლის ნიშნების გამოვლენა კვლავ დაიწყო, რამაც იმუნური პასუხი გამოიწვია. მეორე მხრივ, ეს პასუხი ნაკლებად მკაცრი იყო და გამოჩნდა, რომ სხეული თირკმელთან შეგუებას ცდილობდა.
ამ თემასთან დაკავშირებით სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. მხოლოდ აშშ-ში ყოველდღე თირკმლის მომლოდინე 11 ადამიანი კვდება და მათი უმეტესობა I ტიპის თირკმელს ელოდება.
მეცნიერები არსებული პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობენ, მათ შორის ღორის თირკმლების გამოყენებით და ახალი ანტისხეულების შემუშავებით.