1764964019
მეცნიერებმა მტრედების კარგი ორიენტაციის მიზეზს მიაკვლიეს
საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ ახერხებენ მტრედები და სხვა ფრინველები უზარმაზარი მანძილების გადალახვას ისე, რომ არ ზუსტად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, აღმოჩნდა, რომ ამის ახსნა შესაძლოა მათი შიდა ყურის აგებულებაში იყოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მტრედებს გააჩნიათ სპეციალიზებული უჯრედები, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველს აღიქვამენ და ფაქტობრივად ფრინველებს „ცოცხალ კომპასებად“ აქცევენ. ამის შესახებ წერს Study Finds.
ექსპერიმენტების დროს მეცნიერებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ გარკვეული ნეირონების აქტივობა ფრინველების ვესტიბულურ სისტემაში, რომელიც ბალანსზეა პასუხისმგებელი. რეაქცია წარმოიშვა ცვალებადი მაგნიტური ველის ზემოქმედებისას. საინტერესოა, რომ ეს რეაქცია სრული სიბნელეშიც კი შენარჩუნდა. ეს ეჭვქვეშ აყენებს თეორიას, თითქოს მტრედების მაგნიტური შეგრძნება მხოლოდ ბადურაში არსებული პროტეინებით აიხსნება.
მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ შიდა ყურის ნახევარწრიულ არხებში არსებული ე.წ. მეორე ტიპის უჯრედებს შეუძლიათ დააფიქსირონ სუსტი ელექტრული დენები, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ფრინველი თავს ამოძრავებს მაგნიტურ ველში.











