Meta-მ ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც „საფლავიდან დაგაპოსტინებთ“

RIP

გასული დეკემბრის ბოლოს meta-მ პატენტი აიღო, რომლის ფარგლებშიც აღწერილია, როგორ შეეძლება დიდ ენობრივ მოდელს (LLM-ს) სოცქსელში ადამიანის აქტივობის სიმულირება - მაგალითად, ნამდვილი ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე რეაგირება.

პატენტში Meta განმარტავს, რატომ შეიძლება სჭირდებოდეთ ადამიანებს მსგავსი რამ. მაგალითად, თუ ონლაინ აღარ ვპოსტავთ - რადგან შესვენება გადავწყვიტეთ ან... დავიხოცეთ- ჩვენს მიმდევრებზე ეს უარყოფითად იმოქმედებს. მოვენატრებით.

მათთვის ამ დანაკლისის შესავსებად Meta სოცქსელში ჩვენი აქტივობის კლონირებას შეეცდებოდა; მოდელს პირადად ჩვენთვის დამახასიათებელ მონაცემებზე გაწვრთნიდა - მაგალითად, ჩვენს კომენტარებზე, "ლაიქებსა" თუ "კონტენტზე" - იმის გასაგებად, როგორ მოვიქცეოდით (ან ვიქცეოდით, სანამ ცოცხლები ვიყავით).

Meta-ს წარმომადგენლის განმარტებით, პატენტის მიღება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებას ან დანერგვას შეეცდება. პატენტებს ხშირად კონცეფციის გასაჯაროებისა და ფლობის მიზნით არეგისტრირებენ.

ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება. "ციფრული დეტოქსის" პროცესში მყოფი ადამიანის სიმულირება ერთია, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით საკითხავია, რამდენად გამართლებულია მკვდრის იმიტაცია.

ედინა ჰარბინია, ბირმინგემის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი, საკითხს ეჭვისთვალით უყურებს.

წყარო