კონტინენტები უპრეცედენტო მაჩვენებლით შრება - ახალი კვლევა

კონტინენტები უპრეცედენტო მაჩვენებლით შრება

მტკნარი წყალი მთელ მსოფლიოში უჩინარდება. როგორც ახალი ანალიზი აჩვენებს, მისი უდიდესი ნაწილი ოკეანეში შედის და გამშრალ კონტინენტებს ამჟამად გლობალური ზღვის დონის საგანგაშო აწევაში უფრო მეტი წვლილი შეაქვთ, ვიდრე ყინულის საფარის დნობას.

ინდოეთის FLAME უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დედამიწის სისტემების მეცნიერის, ჰრიშიკეშ ჩანდანპურკარის ხელმძღვანელობით, ამბობს, რომ სასწრაფოდ მომზადებაა საჭირო მომავალი უფრო მშრალი პერიოდისთვის, რასაც განაპირობებს კლიმატის ცვლილება და ადამიანთა მიერ მიწისქვეშა წყლების ხარჯვა.

NASA-ს თანამგზავრ GRACE-სა და მისი შემდეგი მისიის მიერ ოცი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა შექმნეს სურათი იმისა, როგორ შეიცვალა ხმელეთის წყლის მარაგი 2002 წლიდან დღემდე და რატომ.

„დავადგინეთ, რომ კონტინენტებმა (მთელი ხმელეთი გრენლანდიისა და ანტარქტიდის გარდა) განიცადეს უპრეცედენტო მაჩვენებლით გამოშრობა და ყოველწლიურად გამომშრალი კონტინენტური ტერიტორიის ფართობი დაახლოებით კალიფორნიის შტატის ზომით იზრდება“, — წერენ მკვლევრები.

ადამიანებმა ძლიერ დაარღვიეს დედამიწის წყლის ციკლი სათბურის აირების გამოყოფით, რომლებიც ცვლიან ჩვენს ატმოსფეროს; ასევე წყლის არხებისა და ნალექის შემკრები ნაგებობების გადამისამართებით. მიუხედავად იმისა, რომ ნოტიო ზონები უფრო ნოტიო ხდება და მშრალი ზონები კიდევ უფრო მშრალი, ეს ცვლილებები ეტაპობრივად არ მიდის.

„მშრალი ზონები უფრო სწრაფი მაჩვენებლით შრება, ვიდრე ნოტიო ზონები ხდება უფრო ნოტიო. ამავე დროს, გაიზარდა ზონები, რომლებიც შრება და შემცირდა ზონები, რომლებიც ნოტიო ხდება“, — წერს ჯგუფი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში, ხმელეთის წყალი თანდათან იკლებს, რასაც გამანადგურებელი ეფექტები აქვს მთელ მსოფლიოში. მათ შორის არის მტკნარი წყლის წყაროები ზედაპირზე, როგორიცაა ტბები და მდინარეები, ისევე როგორც დედამიწის ზედაპირქვეშ შენახული მიწისქვეშა წყლები. მოსახლეობის უმრავლესობა, 75 პროცენტი, ცხოვრობს 101 ქვეყანაში, სადაც მტკნარი წყალი ]სულ უფრო მზარდი მაჩვენებლით იკარგება.

სად მიდის ეს წყალი? — ძირითადად ოკეანეში. კონტინენტებიდან ოკეანეებში იმდენი მტკნარი წყალი ჩადის, რომ ამჟამად ამას უფრო დიდი წვლილი შეაქვს ზღვის დონის აწევაში, ვიდრე ყინულის საფარის დნობას.

კონტინენტთა გამოშრობის მაჩვენებლის ეს ცვლილება ძირითადად განპირობებულია ხმელეთის წყლის დანაკარგებით მაღალ განედებზე, მაგალითად, კანადასა და რუსეთში. ავტორები ეჭვობენ, რომ ეს გამოწვეულია ამ რეგიონებში ყინულისა და გაყინული ქანების დნობით... სრულად