გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
Gboard Dial Version უახლესი ექსპერიმენტის შედეგია, რომელსაც სათავეში Google Japan უდგას — ინოვაციური კლავიატურაა, რომელიც QWERTY განლაგებას მბრუნავი ციფერბლატებით ანაცვლებს და მომხმარებლებს იმგვარ გამოცდილებას სთავაზობს, როგორსაც ძველი ყურმილიანი ტელეფონების გამოყენებისას იღებდნენ.
ამგვარად, Gboard-ის ციფერბლატის ვერსია საუკუნოვან საკომუნიკაციო ჟესტს თანამედროვე დიზაინის ექსპერიმენტში რთავს. ოღონდ ამჯერად სენსორები მოძრაობას, ელექტრო იმპულსების ნაცვლად, ციფრულ კლავიშებად გარდაქმნის.
თუმცა ეს ნოსტალგიური ნივთი არ იყიდება, არამედ ნებისმიერი DIY მოყვარულისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. მათ შეუძლიათ ვერსია უფრო ნელი აკრეფვისთვის შეიმუშაონ ან ცხრაციფრიანი მასივი აირჩიონ, რომელიც ჩვეულებრივი კლავიატურის ჩარჩოს მიჰბაძავს. განლაგება, შესაძლოა, ვერტიკალურიც იყოს და მოდულარულადაც გადალაგდეს.
Google Japan-მაც იცის, რომ ამ კლავიატურას სერიოზული მიზნებისთვის არავინ გამოიყენებს, მაგრამ მაინც არ ჩერდება. მსგავს ექსპერიმენტულ მოწყობილობებს Gboard Experiments-ის სერიების ფარგლებში ყოველწლიურად გვთავაზობს…