ევროპოლმა 2035 წლისთვის ადამიანებსა და რობოტებს შორის შესაძლო ომი იწინასწარმეტყველა - The Telegraph

რობოტები

ევროპის პოლიცია (ევროპოლი) არ გამორიცხავს ადამიანებსა და რობოტებს შორის კონფლიქტის სცენარს 2035 წლისთვის. ამის შესახებ წერს The Telegraph-ი უწყების ოფიციალურ ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რობოტები მასობრივად დაიკავებენ სამუშაო ადგილებს მიწოდების, დასუფთავებისა და მომსახურების სფეროებში, რამაც შესაძლოა სოციალური აფეთქება გამოიწვიოს.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი და დაზარალებული ადამიანები პროტესტის გამოხატვას დაიწყებენ, გამოვლენ ქუჩებში და „რობოტების ცემას“ დაიწყებენ. ეს კი ღია დაპირისპირების მიზეზი გახდება.