ტრაგედია საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერი სიჭინავას ოჯახში
1755373827
ჩინელი სპეციალისტები ჰუმანოიდი რობოტის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც ხელოვნური საშვილოსნო ექნება.
არსებული ინფორმაციით, პირველი პროტოტიპი უკვე მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი, მისი ღირებულება კი 100 ათას იუანს შეადგენს. რობოტი ადამიანის დაბადების სრულ პროცესს გაიმეორებს - ჩასახვიდან მშობიარობამდე. ნაყოფი ხელოვნურ საშვილოსნოში განვითარდება და კვებას სპეციალური მილით მიიღებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური საშვილოსნოს ტექნოლოგია უკვე შემუშავებულია და ახლა ამოცანა მისი რობოტის სხეულში ინტეგრაციაა. მათ განაყოფიერებისა და კვერცხუჯრედის იმპლანტაციის დეტალები არ დაუზუსტებიათ.
მსგავსი ინოვაციებისადმი ინტერესს ჩინეთში უნაყოფობის ზრდას უკავშირებენ. ჟურნალში The Lancet-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირებული 11,9%-დან 2020 წელს 18%-მდე გაიზარდა.