Apple-ი 9 სექტემბერს სავარაუდოდ iPhone 17-ს წარადგენს

iPhone 17

კომპანიამ Apple პრეზენტაციის თარიღი დაასახელა, რომელზეც, სავარაუდოდ iPhone-ების ახალ თაობას წარადგენს.

პრეზენტაცია 9 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, ღონისძიება კალიფორნიაში, Apple-ის სათავო ოფისში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა სოციალურ ქსელებში პრეზენტაციის თიზერი გამოაქვეყნა.